ბათუმში ახლახანს ნიჭიერი რეჟისორი გოგი გიორგაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ბათუმის კულტურის ცენტრი ავრცელებს.
“ბათუმის კულტურის ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს კულტურის ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანის, ნიჭიერი რეჟისორის გოგი გიორგაძის გარდაცვალების გამო, რომლის დადგმები ამშვენებდნენ ჩვენი ქალაქის კულტურულ ღონისძიებებს. ნატიფი გემოვნება, ინდივიდუალიზმი, მეტაფორული აზროვნება, ყველთვის განსაკუთრებულ სიღრმეებს სძენდა მის შემოქმედება.
მისი უდროოდ გარდაცვალება დანაკლისია არა მხოლოდ კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის.
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.” – ნათქვამია განცხადებაში.