მომღერალმ გია დავითიანის ცხოვრებაში სიახლეა. დავითიანი დაქორწინდა. მისი მეუღლე ექიმი ეკა არჩვაძეა, რომელსაც სამედიცინო სფეროში შესანიშნავად იცნობენ.

ეკა პროფესიით ექიმია, ის ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის და ექიმის, ოთარ ტატიშვილის პირველი მეუღლე გახლდათ.

 

ეკა არჩვაძეს ოთარ ტატიშვილთან ორი ვაჟი ჰყავს.

ეკას და გია დავითიანის ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა აქამდე მათი ურთიერთობის შესახებ მხოლოდ უახლოესი მეგობრებისთვის იყო ცნობილი.

„პრაიმამბები“ გია დავითიანს დაუკავშირდა.

– ბატონო გია, გილოცავთ დაოჯახებას, როგორ დაიწყო თქვენი და ეკა არჩვაძის ურთიერთობა?

– დიდი მადლობა. ეკა ერთ-ერთ წვეულებაზე შევნიშნე პირველად, შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია შევაგროვე და დავქორწინდით. 12 თებერვალს იუსტიციის სახლში მოვაწერეთ ხელი, ჩემი მეჯვარეები ჩემი მეგობრები იყვნენ.

– რამ მოგხიბლათ მასში?

– წლების წინ, მე დავწერე ლექსი გოგონაზე, იმ გოგონას სახე სულ მიტრიალებდა გონებაში და ზუსტად ასეთი გოგონა აღმოჩნდა ეკა.

– ქორწილის გადახდას გეგმავთ?

– ქორწილზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დაგეგმილი გვაქვს ჯვრისწერა.