გაცვენილი თმა 1 კვირაში ამომივიდა. სასწაულმოქმედი შამპუნია
ჩემი ჩემი ქმარი საწოლში ნამდვილი მხეცი გახდა... ის ახლა ნამდვილი ულაყია ...
მამაკაცის სასაჩუქრე ნაკრები

“მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარაიცვალა დირიჟორი, კომპოზიტორი და პედაგოგი,

კამერული ორკესტრის “თბილისის კონცერტინოს” დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი, ღირსების ორდენის

კავალერი, ბატონი შავლეგ შილაკაძე.

ბატონმა შავლეგმა დაამთვრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტი 1963 წელს (ვილინო, ალტი); 1968 წელს საკომპოზიციო ფაკულტეტი ოთარ თაქთაქიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე 1968-71 წლებში ო.დიმიტრიადის ხელმძღვანელობით საოპერო-საორკეტრო დირიჟორობას ეუფლებოდა; 1974 წელს კი მაშნდელი ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა.
1959-1969წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური და კამერული ორკესტრის მსახიობი; 1969-1984წწ. თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1976-1985წწ. ანსამბლ “თბილისის კამერატას” დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი; 1984 – 2014 წლებში კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი; 1988 წლიდან კამერული ორკესტრის “თბილისის კონცერტინოს” დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი. 1999-2002 კაიროს (ეგვიპტე) ხელოვნებათა აკადემიის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი. 2002 „თბილისის მუსიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა კავშირის” დამაარსებელი. კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები. აქტიურად ატარებდა კონცერტებს საქართველოში და საზღვარგარეთ. განსაკუთრებულად ხშირად კი კონსერვატორიის დარბაზებში.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000), საქართველოს ეროვნული პრემია (2012), ჟილდო წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის (2012);
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, კოლეგებს, მეგობრებს, საქართველოს მუსიკალურ-კულტურულ საზოგადოება” – ნათქვამია განცხადებაში.

ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი ქართველი დირიჟორი