რუ­სე­ბი ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას არ პა­ტი­ო­ბენ. ქვე­ყა­ნა­ში ისევ გრძელ­დე­ბა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღერ­ლის დევ­ნა, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად მის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კი­სა, რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებს.

  • ახ­ლა­ხანს, 8 მარტს ვა­ლე­რი მე­ლა­ძის Barvikha Luxury Village-ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. ბი­ლე­თე­ბი თით­ქმის გა­ყი­დუ­ლი იყო (მაქ­სი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70 ათას რუბლს აღ­წევ­და – რედ.), მაგ­რამ ახლა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­ლა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­უქ­მდა.

“8 მარტს ყვე­ლას, ვინც ბი­ლე­თე­ბი იყი­და, შე­უძ­ლია მო­ვი­დეს, მაგ­რამ ვლა­დი­მერ პრეს­ნი­ა­კო­ვის კონ­ცერ­ტზე. ყვე­ლა ად­გი­ლი, ფა­სე­ბი იგი­ვე რჩე­ბა“, – გა­ნუ­ცხა­დეს პრე­სას სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა.

“მე­ლა­ძის ნაც­ვლად კონ­ცერ­ტზე პატ­რი­ო­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ით ცნო­ბი­ლი ვლა­დი­მერ პრეს­ნი­ა­კო­ვი გა­მო­ვა”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვი­სი გა­მოს­ვლე­ბი­სას პრეს­ნი­ა­კო­ვი გმი­რე­ბად იხ­სე­ნი­ებს რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებს.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ პრეს­ნი­ა­კო­ვი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს მე­ლა­ძეს, მის ყვე­ლა და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხსნის წინ, რუ­სე­თის დუ­მა­სა და ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭო­ში მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ითხოვ­დნენ.

საქ­მე ისაა, რომ 2 იან­ვარს, ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ დუ­ბა­ი­ში სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ღე­რა. ერთ-ერთ მო­მენ­ტში, რო­დე­საც სცე­ნას­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და, მსმე­ნე­ლი გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა და მი­მარ­თა: “Слава Україні!“, ” Героям слава“ – უპა­სუ­ხა მე­ლა­ძემ, თუმ­ცა მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე… მიკრო­ფონ­ში კი თქვა, რომ პო­ლი­ტი­კას არ ეხე­ბა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ზედა პა­ლა­ტის, ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რმა ელე­ნა აფა­ნა­სი­ე­ვამ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის საქ­ცი­ელს “პი­რუ­ტყვო­ბა” და “ღა­ლა­ტი” უწო­და და მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა მო­ი­თხო­ვა.