ჟურნალისტმამერსი სულხანიშვილმა „ია ფარულავას კონვერტში” განაცხადა, რომ თაყვანისმცემლის მამამ, გავლენიანმა პოლიტიკოსმა მას სიყვარული აუხსნა თუმცა, კონვერტის გახსნასა და 5000 ლარიან პრიზზე უარი თქვა და არ ისურვა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის ვინაობის გამხელა.

„სინამდვილეში ამ პოლიტიკოსის შვილი, რომელიც ჩემი თაყვანისმცემელი იყო, მე არ მომწონდა, უბრალოდ, ცდილობდა, რომ საჩუქრები გამოეგზავნა. დიდი ხანი ვარკევდი, ვინ აგზავნიდა ამ ძვირფას საჩუქრებს და შემდეგ გავარკვიე, რომ მისმა მამამ გადაწყვიტა, ფლირტი გაება ჩემთან. არ ვიცი, რამდენად იცოდნენ, რომ შვილსაც მოვწონდი და მამასაც. მე, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვუთხარი მას ამ სიტუაციის შესახებ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე. ვფიქრობ, ახლაც, როდესაც ამ გადაცემას ნახავს, თავად შერცხვება”,- განაცხადა მერსი სულხანიშვილმა.

წყარო: intermedia.ge