27 წლის დაღუპული ექთნის ოჯახი გამოძიებას ითხოვს. როგორც მეგი ბარბაქაძის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა სინამდვილეში.
“რაც მოხდა ეს არ უნდა მომხდარიყო. შევეცდებით ჩვენი ძალებით სამართლებრივად ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. ჯერ გამომძიებლები არც მინახია. ჩვენ აყვანილი გვყავს ადვოკატი, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება.
აქ ჩვენი პოზიცია ასეთია – იქ მოხდა დაუდევრობა, არასწორი მოქმედება აცრასთან დაკავშირებით. ჩვენ პოლიტიკაში არ ჩავერევით, ჩვენ ამ საქმის სამართლებრივი საქმე არ გვაინტერესებს. უნდა დამტკიცდეს, რა მოხდა სინამდვილეში. მეუღლე, რომ მივიდა გოგონა იწვა ისე, რომ გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და არავინ ახლოს არ იყო. მეუღლე ფიქრობს, რომ იქიდანვე გარდაცვლილი წამოიყვანეს” – ამბობს ექთნის ბიძა.