კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაჩერებულ მიკროავტობუსს, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპიროდ მომავალი მიკროავტობუსი შეეჯახა, რა დროსაც 8 პირმა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

გამოძიება სსკ-ის 276- მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.