ცნობილმა სარესტორნო მომღერალმა ლოლა წერეთელმა მეუღლესთან სკანდალური განქორწინების შემდეგ, საქართველოში ცხოვრება ვეღარ შეძლო.

სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი უკვე რამდენიმე თვეა, მოსკოვშია, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მღერის. ჟურნალ „თბილისელებთან“ მომღერალმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, შეთავაზება, რომ მოსკოვში დასაქმებულიყო, 2000 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, თუმცა უჭირდა საქართველოს დატოვება.

მომღერალი არ მალავს, რომ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების გამო მიიღო. „ძალიან მძიმედ ვიყავი, თუმცა ესეც გავიარე. მერე გადავწყვიტე, რომ ჯობდა, რაღაც დროით საქართველოდან წავსულიყავი, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ძველებურად ხალისიანი გავმხდარიყავი… აქაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა, თუმცა მე ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე. მოსკოვში დროებით ჩამოვედი“, – ამბობს ლოლა.

რამდენიმე თვის წინ მომღერალმა რადიო „არ დაიდარდოს” ეთერში გადაცემაში „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” განაცხადა, რომ შეყვარებულია. მომღერლის თქმით, მისი საყვარელი მამაკაცი საფრანგეთში იმყოფებოდა და მის ნახვას პანდემიის გამო ვერ ახერხებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here