ქუთაისში, ავტობანზე ავარიის შედეგად დაშავებული 27 წლის ახალგაზრდა ქალი, წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ორი ვაჟის დედა, ქმართან და ბავშვებთან ერთად, სამეგრელოში მანქანით მოდიოდა.

„უთბილესი და უკარგესი ნათია. ძმამ მოიყვანა ცოლი და პატარა ოჯახური შეკრება ჰქონდათ. როგორც გვითხრეს ქუთაისის ავტობანზე მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავარდა. ნათიას ფეხები გადაემტვრა და წუხელ სისხლდენით გარდაიცვალა ოპერაციის მიუხედავად. მანქანაში მსხდომ ქმარს და ბავშვებს არაფერი სჭირთ“, – გვითხრა ნათიას მეგობარმა.

 

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ცხედარი მისი დედის სახლში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ჭოღაშია დასვენებული.

„ნათი ეს რა გვიქენი ჩემო საამაყო გოგო, რა ვთქვა როგორ დავაწყნაროთ შენი შვილები შენ ხო ჩემი გამორჩეული გოგო იყავი.ნათი აწი აღარ დამირეკავ?კვირას ხო მოვდიოდი ნათი შენთან ?სად მოვიდე გოგო სად?სად მომიყვანე დღეს ნათია ესართია“ ,-წერს სოციალურ ქსელში ნათიას მეგობარი.

ნათია ქმათან და შვილებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა.