კახი კავსაძის ჯანმრთელობის მგდომარეობა უკიდურესად დამძიმდა. – ამის შესახებ „რუსთავი 2-ს” ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი იმდენად მძიმეა, რომ მედიკოსები წნევას მედიკამენტების დახმარებით არეგულირებენ.

 

„კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის. არ შეიძლება პაციენტის მდგომარეობაზე დეტალურად საუბარი,”-განმარტავს ლალი ტურძელაძე.

შეგახსენებთ, კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს.

მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ბოლო თვენახევარია მკურნალობს.

loading...