“პირველ არხზე”, “ახალი დღის” ეთერში, რუსკა მაყაშვილთან ინტერვიუს დროს, მოულოდნელად, სახლში მსახიობის მეუღლე მივიდა. როგორც რუსკა მაყაშვილმა თქვა, მისი მეუღლე კადრში არასდროს ჩნდება.
“ბევრმა არ იცის, რომ ქმარი მყავს, იმიტომ, რომ არ ჩნდება ეკრანებზე ჩემი ქმარი. დღეს დამტკიცდა, რომ ქმარი მყავს” – აღნიშნა რუსკამ.
ცნობისთვის, რუსკას მეუღლე მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა. წყვილს ერთი შვილი, 3 წლის ილია ჰყავს და მეორეს ელოდებიან. როგორც ცნობილია, რუსკას და სანდროს გოგონა ეყოლებათ.