ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან დაკარგული და სამი დღის წინ ნაპოვნი არასრულწლოვნის მამა და კლასელები ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

17 წლის მარიამ ბურჭულაძის მამა “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველების ინტერესის ობიექტი სავარაუდოდ მას შემდეგ გახდა, რაც ჩვენების მიცემისას 17 წლის გოგომ სავარაუდოდ თქვა, რომ მამა მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად ძალადობდა, რაც მისი სახლიდან გაქცევის მიზეზი გახდა.

 

არ არის გამორიცხული, სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მამა დააკავონ, თუმცა გოგონას ოჯახი – დედა და ბიძა მამის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ.
წყარო: რუსთავი 2

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here