3 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმის ახალი, შემზარავი გაგრძელება – „ტვ. პირველმა” იმ აღმზრდელის ვინაობა დაადგინა, რომელსაც მცირეწლოვანის ცემაში ამხელენ.

როგორც ირკვევა, მედეა მერაბიშვილი პოლიციამ ერთხელ უკვე გამოკითხა, თუმცა მას შემდეგ რეგისტრირებულ მისამართზე არ გამოჩენილა.

რაც შეეხება დაზარალებულს, ბავშვის დედა ამბობს, რომ ცემის ფაქტი აღმზრდელმა მასთან საუბარში არ უარყო.

მოზარდის დედის თქმით, მცირეწლოვანს სახეზე დაზიანებებიც აღენიშნება. ირკვევა, რომ აღმზრდელი ბავშვს მხოლოდ იმის გამო გაუსწორდა, რომ მან საკვები ითხოვა. ძალადობის ფაქტი ასახულია ვიდეოჩანაწერშიც. პოლიციამ ის უკვე ამოიღო.

„ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობას, შენჯღრევას და ხელის დარტყმას. ბავშვმა წვნიანი სთხოვა, რადგან თავისით ვერ ახერხებს ჭამას. აღმზრდელს ბავშვი საძინებელში ძალით შეჰყავს . იქიდან გამოსული ბავშვი, მასწავლებელს სთხოვს დაუჯდეს და აჭამოს, რადგან მშიერია. ამის შემდეგ ის ჩემ შვილს ცემს. ბავშვი სტრესშია, უცხოებს ემალება და სახეს იფარავს” – აღნიშნავს ბავშვის დედა.

ბაღში ნაცემი ბავშვი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. ძალადობაში მხილებული აღმზრდელი კი ამ დრომდე თავისუფალია.

მედეა მერაბიშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ არ იციან სად არის ძალადობაში მხილებული მასწავლებელი.

წყარო: ტვპირველი

loading...