ერთი კაცი მუშაობდა და ფულს ზოგავდა მთელი ცხოვრება.  ფული იმდენად უყვარდა, რომ სურდა მასთან ერთად წაეღო სხვა სამყაროში. სიკვდილის წინ მან ცოლს უთხრა: ”როცა მოვკვდები, მინდა რომ მთელი ჩემი ფული აიღო და ჩემთან ერთად დამარხო.

მან მიიღო ცოლისგან თანხმობა, და დაჰპირდა,  რომ სწორედ ასე მოიქცეოდა.  დადგა დღე, როდესაც მამაკაცი გარდაიცვალა. უკვე კუბოში იწვა და ცოლი მათი საუკეთესო მეგობრის გვერდით იჯდა. ცერემონიალის დასრულებისთანავე, სანამ კუბოს დახურვას დააპირებდნენ,  ცოლმა უთხრა: „ერთი წუთით დაველოდოთ!“ ამოიღო პატარა ყუთი და ქმარსთან მიიტანა.

“იმედი მაქვს,   არ ხარ ისეთი გიჟი, რომ მთელი ფული იქ ჩააგდო ამ ძუნწი მოხუცთან“  – თქვა მეგობარმა.

”მე დავპირდი, სამაგალითო ქრისტიანი ვარ და ტყუილი არ შემიძლია. მე მას დავპირდი, რომ მთელ ფულს ჩავდებ მის კუბოში. ”

“შენ გინდა თქვა,  რომ მისი ქონებიდან თითოეულ ცენტს გაატან მას საფლავში?“

– რა თქმა უნდა, – თქვა ცოლმა. – მთელი მისი ფული შევაგროვე, ჩემს ანგარიშზე გადავიტანე ხოლო მას ჩეკი გამოვუწერე. დაე გაანაღდოს როცა დასჭირდება. „

სტატიის ქავერზე მითითებული ფოტო პირობითა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here