თინა კანდელაკი ცნობილი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. თინას შვილი გუშინ იუბილარი იყო. ლეონტის 20 წელი შეუსრულდა. ის მუსიკოსია და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იუბილე თინამ შვილს სოც ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა:

“ის, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ცხოვრების მიმართ, როგორ შეგიძლია სიყვარული და მეგობრობა, ჩემში მხოლოდ აღტაცებას იწვევს. შენ რომ გიყურებ, ვფიქრობ, რომ რაღაც კარგი გავაკეთე ამ ცხოვრებაში, რაკი ღმერთმა ასეთი შესანიშნავი შვილი გამომიგზავნა.

 

ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად რაღაც დიდებულს შექმნი. და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რას. უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენ დიდი მიზნებისა და მასშტაბების ადამიანი ხარ, რაც უკვე აშკარაა ახლა, როცა 20 წლის გახდი ჩემო ძვირფასო!” – დაწერა კანდელაკმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here