დღეს მაია ასათიანის დაბადების დღეა. ტელეწამყვანს 44 წელი შეუსრულდა. მაიკომ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.

მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროდან ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა.

 

როგორც ჩანს, წამყვანი არაჩვეულებრივ დროს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ ასათიანმა საყვარელი მამაკაციც გამოაჩინა და მიმდევრებს რამდენიმე რომანტიული ფოტოც გაუზიარა.