მამას 24 წლის შემდეგ გაახსენდა ჩემი არსებობის შესახებ.

ერთმანეთი არასდროს გვინახავს. დედამ განქორწინეის შემდეგ გამაჩინა როდესაც მამაკჩემმა გადაწყვიტა, რომ საქართველო არ იყო მისთვის ის ადგილი სადაც ცხოვრება სურდა. რატომღაც დედაჩემი მისთვის ერთგვარი ტვირთი იყო, რომელიც ხელს უშლიდა ოცნების ასრულებაში, ეს ოცნება კი მისთვის ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

მოქალაქეობის მიღების ყველაზე მარტივი გზა იყო ამერიკელ ქალზე დაქორწინება. მაგრამ რთულია დაქორწინდე, როდესაც ისედაც ქორწინებაში იმყოფები. მან განქორწინების შემდეგ გაიგო დედას ორსულობის შესახებ ამაზი კი ძალიან ცუდი რექცია ჰქონდა, რაში ჭირდებოდა შვილი, როდესაც ოცნების ასრულებამდა სულ ცოტა აშორებდა.

ის წავიდა. ზოგიერთ მეგობართან მან ურთიერთობა შეინარჩუნა, მათ ის ხშირად ეკონტაქტებოდა და ამბები დედას ყურამდეც მოდიოდა. როდესაც გავიზარდე, ერთ დღეს ჩვენთან დედას მეგობრები მოვიდნენ, როდესაც სამზარეულოსთ ჩავიარე გავიგონე თუ როგორ განიხილავდნენ ისინი უახლეს ამბებს, მათ თქვეს რომ მამამ ამერიკაშ ახალი ოჯახი შექმნა. როდესას მგობრები წავიდნენ დედა საკმაოდ ჩაფიქრებული და დადარდიანებული იყო.

მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც დედამ ეს ამბავი დამიმალა, რადგან ის ყოველთვის გულწრფელი იყო ჩემთან, მაჩვენებდა ძველ ფოტოალბომებს სადაც მამა იყო და მეუბნებოდა რითი ვგავდი მას. მე ვუყურებდი ფოტოებს, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი ის ჩმთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო. არასოდეს მდომებია მასთან შეხვედრა, მის თვალებში ჩახედვა ის ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო, გვერდით რომ გაევლო ალბათ ვერც კი ვიცნობდი.

უნივერსიტეტში უკვე ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა:

-მამაშენი დაბრუნდა. გუშინ ის ჩემს მეგობარს დაუკავშირდა და შენს შესახებ იკითხა, ჩემი ნომერი გამოართვა ვფიქრობ, ის შეეცდება დაგიკავშირდეს.

-ამდენი წლის შემდეგ? – თავში სულ ეს კითხვა მიტრიალებდა, მას ხო არ ჰგონია, რომ მას მივიღებთ. – ის ჩვენთვის უცხოა.

როდესაც უნივერსიტეტში მივდიოდი დედამ გამაფრთხილა. – ფრთხილად იყავი, შესაძლოა შენს სანახავად უნივერსიტეტში მოვიდეს.

თუმცა დედას ეს წინათგრძნობა ამაო იყო, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მას დღემდა არ დაურეკავს დედასთვის, არც ჩემი ნახვა ნდომებია ოდესმე.

ფვიქრობ მე ხომ არ დავურეკო. თუმცა არვიცი. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ როგორ მოიქცეოდით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here