“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსი წერს, მისი დისშვილის მეუღლე, თეონა ბაკურაძე გარდაიცვალა.

“მარტო იმიტომ არა, რომ ჩემი დისშვილის მეუღლე იყო. ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა უნიჭიერესი შემოქმედი ახალგაზრდა. ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა და უპირველესად მომავალი თაობა ამგვარი ტრაგედიებისაგან”, – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ებრძოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here