ბათუმში ტრაგედიის დროს ბევრმა ადამიანმა დაკარგა საკუთარი ოჯახის წევრი. ერთ-ერთი ასეთი რამაზ დავლაძეა, რომელმაც კორპუსის ნგრევის დროს ორი შვილი, მეუღლე და ძმა დაკარგა.

რამაზ დავლაძე „იმედის“ გადაცემაში ჰყვება, თუ როგორ აგრძელებს ტრაგედიის შემდეგ ცხოვრებას.

როგორც ბატონი რამაზი ამბობს, მისთვის ყველა დღეა ახლა უკვე ერთნაირი და შავ-თეთრია.

იგი ასევე იხსენებს, როგორ აუხსნა პატარა შვილს, რომ მისი დედა და დედმამიშვილები მასთან ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

„ვუთხარი დედა, დაიკო და ბიძია გაფრინდნენ-მეთქი, გუშინ მითხრა აღარ მოდიანო? სად არიან ამდენ ხანს მენატრებიანო. მეც პასუხს ვერ ვპოულობ. თავად მიჭირს და ბავშვს კიდევ ვეხმარები ალბათ.

თავს ძალას ვატან. აღარც დილა მიხარია, აღარც ღამე. ჩემთვის ყველაფერი შავ-თეთრი გახდა. ემოციებიც საერთოდ გამიქრა. ყველას თავისი ოჯახი უყვარს, მაგრამ მე ალბათ განსაკუთრებულად მიყვარდა“,- ამბობს რამაზ დავლაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here