ამ ტრაგედიის შემდეგ ბათუმშიც მიჭირს ცხოვრება, – ამის შესახებ გია შომახიამ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.

„ყველაფერს ნიკუშას ვეკითხები, ბავშვზე ვარ დამოკიდებული და ყველაფერს ვითვალისწინებ. მამა, მაგათი სულები აქ არიან და მე ვერ დავტოვებ ამ ქალაქსო. ინგლისურზე დადის ბავშვი, საღამოს 9-ზე სრულდება გაკვეთილი და როცა წამოსაყვანად მივედი, მითხრა იქ მივიდეთ, ნანგრევებთანო. რა იყო ნიკა მეთქი, ვკითხე და ეს ამბავი პარასკევს მოხდაო და ამ ადგილზე ყოველ პარასკევს მივიდეთო მითხრა,“- ამბობს შომახია.

ღმერთს მადლობა, რომ ნიკუშა გადამირჩა. გადამირჩა ერთი ბავშვი… სასწაული რომ მომხდარიყო და ესეც არ მყოლოდა, რას ვიზამდი. ვფიქრობ, თავს მოვიკლავდი, ან მონასტერში წავიდოდი, ან შეიძლება ღმერთს მოეცა იმხელა ძალა და ბავშვს ვიშვილებდი და გავზრდიდი“, – ამბობს შომახია „ნოესთან“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here