ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე ჟურნალ ”თბილისელებთან” ისაუბრა, სადაც თქვა რომ დეიდაშვილი ავარიაში დაეღუპა. ნინი ამბობს, რომ ეს მოხდა ხათუნას ანალიზების გაგებამდე რამდენიმე დღით ადრე.

“ვინც ამ დაავადებას შეჯახებია, ყველა ელოდება მომენტს, როდესაც მასზე გამარჯვების შეგრძნებას გამოცდის. ჩვენ ამას სამი წელი ველოდით და ეს დღეც დადგა.მაგრამ, მართალი გითხრათ, ეს ის სიხარული არი იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო, რადგან ხათუნას ანალიზების გაგებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემი დეიდაშვილი დაიღუპა ავარიაში.

ამ ტრაგედიის გამო სრულიად განადგურებულები ვიყავით. მაგრამ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. უნდა გენახათ, როგორ ელოდებოდა დეიდაჩემი გამოკვლევებიდან ხათუნას დაბრუნებას. უნდა გენახათ, როგორი იყო მათი შეხვედრა.

მათი პირველი შეხვედრით გამოწვეული ემოციები ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვა. დეიდაჩემი, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა და დედა, ორივე ისე ტიროდნენ, ყველა ძალიან დიდ განცდებში ვიყავით, მაგრამ ჩვენი მეგობრები და ახლობლები ძალიან დაგვიდგნენ გვერდით.” – ამბობს ნინი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here