

4 შვილის დედა, თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი და ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალბატონი – ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში თავის გამომწერებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დიზაინერი დამოუკიდებლად მართავს პერსონალურ სოციალურ ქსელს და ხშირად უპასუხოდაც არ ტოვებს გამომწერებს. გარდა ამისა, აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებსა და ღონისძიებებში, რომლებსაც ასევე თავად ხელმძღვანელობს.
ერთ-ერთი ბოლო აქტივობა კახეთის რეგიონში სოციალურად დაუცველ ოჯახებთან სტუმრობა და საახალწლოდ ფერიის როლის მორგება აღმოჩნდა. ანუკი სისტემატურად ეხმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტებითა და აუცილებელი
ნივთებით. თუმცა ამჯერად დიზაინერმა, როგორც ჩანს, თავისი ერთგული გამომწერებიდანაც ერთ-ერთის გახარება გადაწყვიტა და კომენტარზე, თუ როგორც მოსწონდა დიზაინერზე კონკრეტული კაბა, ანუკიმ გოგონას მისთვის სასურველი ზომა ჰკითხა, რადგან საჩუქრად გაგზავნა გადაწყვიტა.