რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ხა­ტია შა­მუ­გი­ამ 12 წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ “ისი პარი” და­ტო­ვა. იგი კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. რა გახ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­წყვე­ტის მი­ზე­ზი, ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი არ იყო.

თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “ისი პა­რის” ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო. დე­ტა­ლებ­ზე ცნო­ბილ­მა პიარ-მე­ნე­ჯერ­მა გა­და­ცე­მა “სტუმ­რად ლე­ლას­თან” ისა­უბ­რა:

“წარ­მო­იდ­გი­ნე კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ახ­ლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს… ჩემ­თვის ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბაა, 12 წელი ცოტა არ არის. 2 წლის წინ დედა გარ­და­მეც­ვა­ლა, ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი. რო­გორც იქნა, მო­ვი­შუ­შე ტკი­ვი­ლი, შემ­დეგ სახ­ლი ვი­ყი­დე, სა­კუ­თა­რი სახ­ლი მე­ღირ­სა… თან ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და, გგო­ნია, რომ დიდი გან­საც­დე­ლი უკან მო­ვი­ტო­ვე, ვი­წყებ მშვიდ ცხოვ­რე­ბას და უცებ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ასე­თი რამ ხდე­ბა.

“ეს იყო საოცარი ტკივილი… დედის გარდაცვალების შემდეგ, რამე თუ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენებდა, არ მეგონა” – რატომ დატოვა ხატია შამუგიამ “ისი პარი”?
რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ხა­ტია შა­მუ­გი­ამ 12 წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ “ისი პარი” და­ტო­ვა. იგი კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. რა გახ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­წყვე­ტის მი­ზე­ზი, ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი არ იყო.

თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “ისი პა­რის” ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო. დე­ტა­ლებ­ზე ცნო­ბილ­მა პიარ-მე­ნე­ჯერ­მა გა­და­ცე­მა “სტუმ­რად ლე­ლას­თან” ისა­უბ­რა:

“წარ­მო­იდ­გი­ნე კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ახ­ლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს… ჩემ­თვის ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბაა, 12 წელი ცოტა არ არის. 2 წლის წინ დედა გარ­და­მეც­ვა­ლა, ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი. რო­გორც იქნა, მო­ვი­შუ­შე ტკი­ვი­ლი, შემ­დეგ სახ­ლი ვი­ყი­დე, სა­კუ­თა­რი სახ­ლი მე­ღირ­სა… თან ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და, გგო­ნია, რომ დიდი გან­საც­დე­ლი უკან მო­ვი­ტო­ვე, ვი­წყებ მშვიდ ცხოვ­რე­ბას და უცებ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ასე­თი რამ ხდე­ბა.

ერთ დღე­საც, რო­დე­საც წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და რა ხდე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტე შუ­ე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, წა­ვი­ღე სამ­სა­ხურ­ში, გა­ვა­სინ­ჯე ყვე­ლას, შემ­დეგ შე­ვე­დი დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში, ის და “ეი­ჩა­რი” ის­ხდნენ, ვი­ფიქ­რე მა­თაც გა­ვა­სინ­ჯებ-თქო… ძა­ლი­ან ისე­თი სა­ხე­ე­ბი ჰქონ­დათ, ცუ­დად მე­ნიშ­ნა. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ვი­გებ, რომ მათ შე­ეც­ვა­ლათ ხედ­ვე­ბი. მოკ­ლედ, ჩვე­ნი დამ­შვი­დო­ბე­ბის წუ­თე­ბი­აო. ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, რო­მელ­თა­ნაც ახ­ლოს ვი­ყა­ვი, მან აიღო თა­ვის თავ­ზე, რომ ეს ეთ­ქვა. სხვა ფორ­მატ­ში უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა შენ­თა­ნო. არც და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ და­ნარ­ჩე­ნით. წა­მო­ვე­დი.

მი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ უკვე წარ­სუ­ლია. თით­ქოს სა­კუ­თა­რი შვი­ლი, რო­მელ­საც ზრდი, უგუ­ლე­ბელ­ყოფს. მე­გო­ნა, რომ ამ კომ­პა­ნი­ა­ში უნდა დავ­ბე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ვბო­დავ­დი.

ეს იყო სა­ო­ცა­რი ტკი­ვი­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე კიდე რამე თუ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მა­ყე­ნებ­და, არ მე­გო­ნა. ანუ არა­ფე­რი რომ არ იცი და შენს ზურგს უკან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბუ­ლია. უცებ რჩე­ბი ხელ­მო­ცა­რუ­ლი. რო­დე­საც პოს­ტი დავ­დე, ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დო, რაც ამ პოსტზე გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი იყო. თუ რა­ი­მე სი­კე­თე გა­მი­კე­თე­ბია, ეს და­მიბ­რუნ­და ამ დღე­ებ­ში” – ამ­ბობს ხა­ტია შა­მუ­გია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here