გაბუნია „მთავარი არხის“ დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი იქნება. ინფორმაცია cnews-ს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაუდასტურა. გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემას მიშა სესიაშვილი წაიყვანს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „შაბათის მთავარის“ წამყვანი.

განცხადება გადაცემიდან წასვლის შესახებ გიორგი გაბუნიამ გასული წლის ბოლო გააკეთა. როგორც ჩანს, „მთავარი არხი“ ახალ სატელევიზიო სეზონს  განახლებული ბადით და პროექტებით იწყებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here