რუსთავში არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, VII მიკრორაიონში, ერთ-ერთ ბინაში, ძველით ახალი წლის აღნიშვნის მიზნით, 18 წლამდე პირები შეიკრიბნენ.

მეზობლების ინფორმაციით, „ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდიოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკი. გამთენიისას, ერთ-ერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, დარეკეს 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.

ადგილობრივები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ნარკოტიკებით გამოწვეულ კომას.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here