ლანჩხუთელი ლაშა კვაჭაძე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. „გული მოგვიკალი, ლაშუნა… ძალიან გვატკინე, ნათელი და ნათელი შენს სულს, საუკეთესო და ყველასგან გამორჩეულო! როგორ მალე დაგვტოვე. ყველაზე მაგარი ადამიანი იყავი” _ წერენ მეგობრები.

ლაშა მხოლოდ 23 წლის იყო… მას თანაკლასელებიც ემშვიდობებიან თბილისის 203-ე საჯარო სკოლიდან: „ჩვენი თანაკლასელი იყო, საუკეთესო ბიჭი, ყველას რომ ძალიან გვიყვარდა. ბუნებრივი აირი აფეთქდა… მოგვენატრები, ლაშა, ყველაზე საუკეთესო ადამიანო“.
ლანჩხუთელ ახალგაზრდას შაბათს, 29 იანვარს მშობლიურ სოფელ ბაღლეფში დაკრძალავენ.

„ჩვენი ბლოგი“ გამოთქვამს გულისტკივილს ლაშა კვაჭაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.