ტვ პირველის წამყვანმა, ჟურნალისტმა ვასილ დაბრუნდაშვილმა ტელეკომპანია დატოვა – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“მადლობით დავიწყებ იმ ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი- ზე ორ წელი ჩემი საქმე ვაკეთე. მადლობა, ჟურნალისტების ძალიან მაგარ თაობას, სტუდიის ოპერატორებს, რეჟისორებს, ტექნიკურ პერსონალს. ვთვლი, რომ ჩემი ძალიან მცირე წვლილი ამ არხის განვითარების ისტორიაში ჩემი შრომით მეც შევიტანე. პერსონალურ მადლობას ვეტყვი ჩემს მეწყვილეს, მართლა ცალკე სიამოვნებაა იყო შენთან ერთად საქმის კეთება – ეკო მაღრაძე.

მადლობა არხის მენეჯმენტს და რა თქმა უნდა მადლობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თანამშეომლობისთვის და ბევრ სიტუაციაში ურთიერთანადგომოსთვის. ამ არხს, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, მეტ საინტერესო პროექტს, ბევრ მაყურებელს და მაღალ რეიტინგს” – წერია დაბრუნდაშვილის პოსტში.