ხა­შურ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 13 წლის ნი­კო­ლოზ ბან­ცა­ძე ემსხვერ­პლა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოხ­და. მო­ზარ­დი ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობ­და, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა.

ის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით თავ­და­პირ­ვე­ლად ხა­შურ­ში, “ევექ­სის” კლი­ნი­კა­ში, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს თვითმხილ­ვე­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც მო­ზარდს და­ე­ჯა­ხა, 18 წლის ახალ­გაზ­რდა მარ­თავ­და და ის მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და.

“აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩა­ზე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის არა­ერ­თი ობი­ექ­ტია და ამის გამო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი აქ სწრა­ფად არ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. თუმ­ცა ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ნი­კას და­ე­ჯა­ხა, საკ­მა­ოდ სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და” – გვიყ­ვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.