მომღერალი, პროექტ “ჯეოსტარი” 2011-ის მონაწილე ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნონა დათეშიძე ავრცელებს: ის წერს, რომ მომღერალი ცუდად იყო და ამის შედეგად დაიღუპა.

სამწუხარო ინფორმაციას სოც ქსელში ასევე მუსიკოსის მეგობრებიც ავრცელებენ:

“რანაირია ეს ცხოვრება რაა , აცადოს ადამიანებს სიცოცხლე😢😢 ძალიან მეწყინა,ძალიიან 😞💔 რა ვიცი , რა ვთქვა” – წერს სალომე დოლიძე.

ვაიმეე ლევან – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

“ვაჰ ლევან ლევაააან😭😭😭 რა ბიჭი წავიდაააა😭💔” – წერს სოფო გელოვანი.

მუსიკოსის გარდაცვალებას ეხმიანება მომღერალი სოფო ბედიაც: “ვერ და არ მინდა დავიჯერო ლევან”.

“ჩვენო ძმაკაცო ლევან …. 💔 ოქროს ბიჭი წაგვართვა დამპალმა სიკვდილმა” – წერს ოთო ნემსაძე.

რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” უსამძირებს ლევან კბილაშვილის ოჯახს და ახლობლებს.

ლევან კბილაშვილი ქართულმა აუდიტორიამ მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარიდან” გაიცნო.