ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.