საზარელი ავარია მოხდა გუშინ კახეთში, ლაგოდეხის გზატკეცილზე. ავტომანქანა 5 წლის ბავშვს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით ბავშვი ქუჩაში, დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ბავშვმა დედას ხელი გაუშვა და გზაზე, ავტომობილის მიმართულებით მაღაზიისკენ გაიქცა, სწორედ ამ დროს მოხდა ეს უბედურება.

ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმე მორალურ მდგომარეობაშია მძღოლიც. ”აქედან არ გამიშვათ ხალხო, ბავშვი თუ მოვკალი მეც მომკალით…” – ამბობდა მძღოლი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვი თავად შეუარდა მანქანას ბორბლებში როდესაც გზაზე გადარბოდაო.

დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, უცნობია ასევე ისიც გაუმჯობესდა თუ არა 5 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.
ფოტო პირობითია