გუშინ ქუთაისში მოკლული ახალგაზრდა ქალი თიკო ტურაბელიძეა. მას
ყოფილმა მეუღლემ თავისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით.

ჩვენი ინფორმაციით ცოლ-ქმარს დავა საერთო შვილზე ჰქონდათ. როგორც ირკვევა ქმარს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.

სოციალურ მედიას რამდენიმე მეზობელმა განუცხადა :
– ,, ძლიერი ხმაური შემოგვესმა ეზოში, ავედით, კარი ძალით შევაღეთ და

ოთახში სისხლის გუბე იდგა, გვამს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა თავისა და ყელის არეში, ფაქტიურად ყელი გამოჩეხილი ჰქონდა. მკვლელი ეცადა გაქცევას, თუმცა კარი გადავუკეტეთ და არ მივეცით საშუალება გაქცეულიყო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა ”
– ,, დღეს ყოფილა მოსული, ბავშვი წაუყვანია, თავის დასთან დაუტოვებია და მერე მობრუნებულა უკან, რის შემდეგაც ბინიდან ისმოდა ყვირილი. ავიდნენ მეზობლები და დახვდათ მოკლული ახალგაზრდა ქალი ” – აცხადებს მეზობელი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით.