

ლაგოდეხში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
დაშავებულს, ათ დღეზე მეტია, რაც თბილისში მკურნალობდნენ, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი წუხელ გარდაიცვალა.
ავარია სოფლების, შრომა-კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, 27 ივნისს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დედას გაუსხლტა ხელიდან და ქუჩაზე გადაირბინა.
ავტომანქანის მძღოლმა, დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მცირეწლოვანს შეეჯახა.