„ეს გაზულუქებული, შენგან ხელდასხმული, ნაყაჩაღარი, სიმდიდრეში გახვეული, მეგობრების ძვლებზე ბიზნესს აწყობილები ოდესმე შენც დაგახურდავებდნენ“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა წერს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. როგორც მოროშკინა აღნიშნავს, მიშას სამივე შვილი უყვარს და ეცოდება ისინი ასეთი ყოფისთვის.

„აღზევებული მდაბიოებს გაპარპაშება იყო შენი მთავარი შეცდომა, აკი გეუბნებოდი ეს პურ-ფუნთუშეულის, ვიზაჟ-მასაჟის სილიკონით გაჟღენთილი დედოფლები სახელმწიფო მმართველობაში, არშემდგარი ძველი ბიჭები, გონებანაკლული სადისტები თანამდებობებზე ოდესმე გადაგჩეხავდნენ.

გადაგჩეხეს… ეს წიკვინა, დუჟმომდგარი, შენს მიმართ ფსევდოსიყვარულით გაჯერებულები, ოდესმე გაგყიდიდნენ.გაგყიდეს…

ეს გაზულუქებული, შენგან ხელდასხმული, ნაყაჩაღარი სიმდიდრეში გახვეული, მეგობრების ძვლებზე ბიზნესს აწყობილები ოდესმე შენც დაგახურდავებდნენ.

დაგახურდავეს…
ეს ა-ლა მატახარი, მსუნაგი ქალები ოდესმე დიდ რქებს დაგადგამდნენ.
დაგადგეს.

რატომ დაკარგე ნამდვილები?
სად გაფანტე გრძნობები? რატომ იზრდება შენი ნანატრი გოგო უშენოდ?
რატომ აურიე ცხოვრება შენს ბიჭებს?

მე მიყვარს შენი სამივე შვილი, მე მეცოდებიან ისინი ასეთი ყოფისთვის…
თუ ამას ყველაფერს მიხვდი-ჩავთვლი, რომ ტყუილად არ გწერ, დანარჩენს საკანში შემოვალ და იქ მოგიყვები.
მწარეა, მაგრამ უნდა გაუძლო, სულის კათარზისია ეს…

გამოსავალი?
დიდი, ადამიანური ბოდიში!
უარის თქმა პოლიტიკაზე,
შენი მტრების და მტრების მხილება, აბა მოყვასი არ გაიჩერე გვერდში… მუხლის მოდრეკა მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის წინაშე.
სულ ესაა… და იქნებ მოგიტევონ…” – წერს ლალი მოროშკინა